თეგებით ძიება

დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე - აშშ-ის საელჩო

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდოარის, ნიკა მელიას დაკავებას საქართველოში ამერიკის საელჩო ეხმაურება:

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში.

ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო.

შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.

ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა.

დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, დილით დააკავეს.

დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაანონსდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა