ვეპატიჟები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს .. მოდით და მოვილაპარაკოთ, როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები - პრეზიდენტი
ვეპატიჟები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა, ვეპატიჟები იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ვეპატიჟები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ - მოდით, ორბელიანების სასახლეში და მოვილაპარაკოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სალაპარაკო მხოლოდ ერთია - როდის და როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები.
„აქ ყველაფერი მარტივად არის. არჩევნები არ შედგა. არამხოლოდ არ შედგა, არამედ არავისგან არ არის აღიარებული. არ არის აღიარებული თქვენგან და არ არის აღიარებული უცხოელი პარტნიორებისგან. როცა ეს არჩევნები აღიარებული არ არის და არის არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური ხელისუფლება, მაშინ ვართ ღრმა კრიზისში. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ფორმულაა მსოფლიოში. ყოველდღე დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც პოლიტიკური გზით უნდა გამოსვლა ღრმა კრიზისიდან ეს არის ახალი არჩევნები. ამიტომ, მე, რომელიც აქ ვარ და ვიქნები, ვეპატიჟები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა. ვეპატიჟები იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ვეპატიჟები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ - მოდით ორბელიანების სასახლეში და მოვილაპარაკოთ. ოღონდ სალაპარაკო მხოლოდ ერთია - როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები. ამ მოლაპარაკებისთვის ცოტა დრო არის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.