მინდა, შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია, პირდაპირი მუქარა, რომელიც დღეს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გააჟღერა, მიუღებელია - თეოდოროს რუსოპულოსი
მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, უკან წაიღოს სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადება და ევროპის საბჭოს პრინციპებს მიესადაგოს, რომელსაც პატივს უნდა სცემდეს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა, შევახსენო პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, რომ მისიქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია. პირდაპირი მუქარა, რომელიც დღეს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გააჟღერა, რომ დააპატიმრებენ მას, როდესაც მისი უფლებამოსილება 29 დეკემბერს ამოიწურება, მიუღებელია, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებსა და კანონის უზენაესობას. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, უკან წაიღოს ეს განცხადება და ევროპის საბჭოს პრინციპებს მიესადაგოს, რომელსაც პატივს უნდა სცემდეს“, – წერს თეოდოროს რუსოპულოსი.