თეგებით ძიება

მე ვარ და ვიქნები უმაღლესი მთავარსარდალი - სალომე ზურაბიშვილი

“მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის მე არა ვარ ყველასი პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის რჩება საქართველოს კონსტიტუციის ერთგული.

“მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას როგორც სდგას საქართველო და მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული.

ვიქნები ერთგული ჯარის, ვისი ვეტერანებიც აქ მოდიოდნენ და რომელიც იცავს საქართველოს და თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი”- განაცხადა პრეზიდენტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა