"რა უცნაური რამ უთქვამს ... გიგა ნამდვილად ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა" -დავით ბერძენიშვილი
გიგა ნამდვილად ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას.
"რა უცნაური რამ უთქვამს გიგას. პოლიტიკიდან წასვლას არ ვგეგმავ და ეს არც მემუქრება.
გიგას კი ვუთხარი, რომ მას ასაკის პრობლემა არა აქვს, ამომრჩეველთან აქვს პრობლემა.
საერთოდ მას სულ არ ეხება, რაც ვთქვი ეთერში და დავწერე სტატუსში.
გიგა ნამდვილად ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა...ვერც ელექტორალურად.
პარტიაში პირველი თუ აღარ იქნება, პოლიტიკაშიც რა ესაქმება?
ვინც ასე ფიქრობს ბევრი წელია, ამომრჩეველმა კი მიუთითა, რომ საკუთარ პარტიებს უქმნიან პრობლემას.
სანამ ოპოზიცია ერთიანად ქუჩაშია, კარგი იქნებოდა, სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულიყო, გაზომილიყო ნდობის რეიტინგი ოპოზიციურ ამომრჩეველში( ნაცურშიც და არანაცურშიც) ვის რამდენი აქვს... ძალიან მაღალი უარყოფითი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების პერმანენტულ რეჟიმში მიკროფონთან ყოფნა აქციაზე თუ ეთერში იქნებ დამაზარალებელია? ამასაც გავიგებდით.
ჰოდა, სანამ ამას გავიგებთ, თავსაც დავიზღვევ და ოპოზიციასაც დავაზღვევ ერთი თვით ტელეეთერისგან დისტანცირებით. მეტი კი არაფერი. არავის ვერჩი
უკლებლივ ყველა პოლიტიკოსთან ნორმალურო ურთიერთობა მაქვს, მტრად არავინ დამინიშნავს და ოპოზიციიდან ვინმეს გარიცხვის წყურვილი არ მკლავს.
პოლიტიკური პრაგმატული ამოცანები მაქვს მეც, როგორც ერთ ოპოზიციონერს...
საუფროსო პოსტი კიდე არც არასდროს დამჭირვებია პოლიტიკური კლასის სტაბილური წევრობისთვის", - წერს ბერძენიშვილი ფეისბუქზე.