თეგებით ძიება

"ნუ წაართმევ ადამიანს თავისუფლებას, ნუ აქცევ შენს მონად..."- პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ნუ წაართმევ ადამიანს თავისუფლებას, ნუ აქცევ შენს მონად. მუ შექმნი რობოტად, რომელიც შენ უნდა მართო.
ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, ან უარი თქვა მასზე.
თუ მის შეცვლას შეეცდები, უფრო დაამახინჯებ და მის სულიერ მკვლელობას შეუწყობ ხელს.
ადამიანები საკუთარი ინდივიდუალიზმით არიან საინტერესო.
ორი ერთნაირი არ არსებობს.
ყველას აქვს რაღაც განსხვავებული და სწორედ ის რაღაც არის ნებისმიერის პიროვნული ხაზი, რომლითაც უნდა განვითარდეს. შენ თუ ამ ხაზის წაშლას შეეცდები, მაშინ ადგილზე ყინავ და წინსვლის უნარს ართმევ.
შენ ნუ მიუთითებ როგორ უნდა იცხოვროს.
ნებისმიერმა მისი წილი შეცდომა უნდა დაუშვას, რომ მაღალ საფეხურზე ავიდეს და უფრო დიდი შეცდომების დაძლევას თავად გაუმკლავდეს.
შენ შენი წილი გზა უნდა გაიარო, დაუტოვე სხვასაც იგივე უფლება, რომ იპოვნოს მისი გზა და ავად თუ კარგად დაადგეს.
ყველამ თავისი ვალი უნდა მოიხადოს ამ ცხოვრების წინაშე.
არავინ არავის ასლი არ უნდა იყოს...
ექიმის შვილი, აუცილებლად ექიმი არ უნდა გამოვიდეს. იქნებ მან ხელობა აირჩია, ან სულაც მეეზოვედ ყოფნა. ეს არ არის ტრაგედია. მთავარია საკუთარი თავი იპოვნოს.
ტრაგედია ის არის, როცა ვიღაცის ან რაღავის გამო იმას ყოფნა გიწევს, რაც არ ხარ და ვერასდროს გახდები.
მთავარია ადამიანი იყოს ბედნიერი, ლაღი, კეთილი, მოსიყვარულე... ეს კი, პიროვნული თავისუფლებით მიიღევა, დაზომბირების გარეშე!..", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა