"ბავშვი ტიროდა შოკოლადი მინდაო, ბებია ხურდას ითვლიდა...მძღოლმა გააჩერა, გადაირბინა და შოკოლადით ხელში დაბრუნდა"
სოციალური ქსელის მომხმარებლი, ჯეკი ბრაუნი (Jackie Brown) ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"39 ნომერი "მარშუტკის" მძღოლი - პატარა ბავშვი ტიროდა შოკოლადი მინდაო, ბებია ხურდას ითვლიდა, რომ ჩავალთ გიყიდი, მგონი მოგვივაო და უცებ მძღოლმა გააჩერა, გადაირბინა და შოკოლადით ხელში დაბრუნდა.
ყოველთვის, როცა ადამიანების რწმენას ვკარგავ, გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, ვინც ამ რწმენას მიბრუნებს", - წერს ფეისბუქზე მომხმარებელი.