გასაღები მელიას ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს - ლადო კახაძე
ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ გასაღები ნიკა მელიას ხელშია:
"გასაღები ნიკა მელიას ხელშია. პირდაპირ განაცხადა პროკურატურამ, რომ ჩვენი თვითმიზანი მისი დაჭერა არ არისო. მელია დაჭერილი არ არის, როგორ არის დაჭერილი? პროკურატურამ ცალსახად თქვა, რომ გასაღები მის ხელშია. კარების გასაღები მის ხელშია, შეუძლია, გააღოს და გამოვიდეს. ეს დაჭერაა? ეს არის დაკვეთა. დაკვეთა სხვა ქვეყნიდანაა და ვიცით საიდანაც მოდის, რომ გაამწვავოს პოლიტიკური სიტუაცია. ამას ხვდება მთელი მსოფლიო. თვალები ბევრ რამეზე ამეხილაო მიშელმა თქვა. ჩამოვიდა და ყველაფერი ნახა, არა მარტო საზღვარი, რუსები რას გვიშვრებიან - გვაუბედურებენ და გვაწიოკებენ"- აღნიშნა "ფორმულასთან" ლადო კახაძე.