თეგებით ძიება

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს ნიკა მელია - ლუკ კოფი

ამერიკული სტრატეგიული ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და მის ძალისხმევას საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით დადებითად აფასებს:

"მივესალმები მიშელის ძალისხმევას, გაუწიოს მონიტორინგი პოლიტიკურ პროცესს საქართველოში და განმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს ნიკა მელია.

მართალია, აშშ არ არის სამხრეთ კავკასიის ქვეყანა, მაგრამ ის უნდა იყოს ძალა სამხრეთ კავკასიაში. ვაშინგტონმა არ უნდა გადაულოცოს საქართველო ბრიუსელს, რადგან აშშ-ის ლიდერობა საქართველოსთვისაა აუცილებელი" - წერს კოფი.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა