თეგებით ძიება

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმატის შეცვლაზე შეთანხმდა

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმატს ცვლის. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, იმისთვის რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები საბაბად მოლაპარაკებების ჩაშლის, რომლის ინიცირებაც პირადი მედიატორობით პრეზიდენტმა მიშელმა მოახდინა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი ინფორმაციით, ხვალ კანცელარიის პიკეტირების ნაცვლად ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავამდე ავტომობილებით მსვლელობას გამართავს, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება. ამასთან, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტამდე გადაიდო. ამის მიზეზად ბოკუჩავა იმას ასახელებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს შეთანხმების მისაღწევად 2 კვირა მისცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა