მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში - ჟიგიმანტას პავილიონისი
მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში, - აცხადებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ონლაინკონფერენციაზე, რომელიც "ატლანტიკური საბჭოს" ორგანიზებით ჩატარდა და სადაც მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი იყო.
მისი თქმით, თუ საქართველოს პრემიერმა ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე 6 პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმებაზე ვერაფერი უთხრა შარლ მიშელს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეულწილად საქართველო დავკარგავთ.
"მინდა ჩემს მეგობრებს მივმართო ვაშინგტონში. მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში. მინიმუმ მხარდაჭერა გამოუცხადოს ევროპული ლიდერების ძალისხმევას, ვინაიდან, სამწუხაროდ, ქართული ოცნების მთავრობა არ ეთანხმება ამ 6 პუნქტიან ჩარჩოს.
ჩვენ ვნახეთ გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება ამ საკითხზე. თუ გვსურს, რომ ყველა მხარე დავუბრუნოთ მოლაპარაკების მაგიდას, ახლა არის დრო ვაშინგტონმა გამოიღვიძოს. თუნდაც ჩავიდნენ საქართველოში. მაგალითად, ჩავიდეს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ჩვენ 2 კვირა გვრჩება. საქართველოს პრემიერი უნდა ჩამოვიდეს 2 კვირაში ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე და თუ მან 6 პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმებაზე ვერაფერი უთხრა შარლ მიშელს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეულწილად საქართველოს დავკარგავთ" ამბობს პავილიონისი.
ლიეტუველმა პოლიტიკოსმა დღეს ისიც თქვა, რომ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტზე, საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭება დიდი შეცდომა იყო.
mtavari.tv