ლიეტუვის პრეზიდენტი - ჟიგიმანტის პავილიონისის ვიზიტმა ლიეტუვის, როგორც მედიატორის იმიჯი დააზიანა
ჟიგიმანტის პავილიონისის ვიზიტმა ლიეტუვის, როგორც მედიატორის იმიჯი დააზიანა , - ასე ეხმაურება ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ქვეყნის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტის პავილიონისის თბილისში ვიზიტს.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი საქართველოს ამ მძიმე სიტუაციის გადალახვაში უნდა დაეხმარონ.
”დღეს, პავილიონისის ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი დაზიანებულია. ყველა მედიატორმა უნდა მოიტანოს სარგებელი და არა ზიანი. სამწუხაროდ, პავილიონისის ვიზიტის გამო უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის, როგორც მედიატორის იმიჯი საქართველოში დაზარალდა. ჩვენ ერთმანეთს ლიეტუვაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ.
მზად ვართ, ნებისმიერ დროს წავიდეთ მარტო, ან პარტნიორ ბალტიის ქვეყნებთან და პოლონეთთან ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოს ამ მძიმე სიტუაციის განმუხტვაში. ჩვენ ვიმუშავეთ ევროკავშირის საბჭოს დონეზე და არ არის შემთხვევითი, რომ ამ კვირაში საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. შარლ მიშელმა გამართა სიღრმისეული საუბარი ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერებთან. ჯერჯერობით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ შედეგები ხელშესახებია, მაგრამ დასაწყისი იმედის მომცემია," - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.