თეგებით ძიება

მევლუთ ჩავუშოღლუ - მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვამბობთ საქართველო - NATO-ს ურთიერთობებისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა