"ახლა ან მკვდარი ვიქნებოდი ან გენერალი" - დიმიტრი ტატიშვილი
მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ამბობს, რომ სამხედრო კარიერაზე უარი იმიტომ თქვა თავის დროზე, რადგან მის ინტერესებში არ შედიოდა.
მისივე თქით, რომ ემსახურა ახლა ან მკვდარი იქნებოდა ან გენერალი.
"დიდი წინააღმდეგობებით იყო სავსე ჩემი მსახურების პერიოდი – კომკავშირიდანაც გამრიცხეს, რაზეც რეაქცია არ მქონია და ამაზე სულ გაგიჟდნენ. კომკავშირიდან გარიცხვა ნიშნავდა, რომ ვერასდროს დაინიშნებოდი ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მაგრამ ალბათ, მაინც დაინახეს რაღაც ჩემში. მაშინაც და ახლაც მიმაჩნია, რომ სამხედრო საქმე ვაჟკაცური და მამაკაცისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმეა, მაგრამ რადგან ეს საბჭოთა ჯარი იყო, არ მინდოდა, მასში მემსახურა. ერთი წლის შემდეგ, მთავაზობდნენ, სამხედრო სასწავლებელში ჩააბარე და ორ წელიწადში ლეიტენანტი გახდებიო. უარი ვუთხარი, რადგან ჩემს ინტერესებში არ შედიოდა, რომ საბჭოთა კავშირისთვის მემსახურა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის დაიშლებოდა და შესაბამისად, საქართველოშიც არავინ მამსახურებდა.
ხანდახან გამკრავდა გულში. რომ მემსახურა, ახლა ან მკვდარი ვიქნებოდი ან გენერალი (იცინის)" ,- ამბობს მსახიობი "თბილისელებთან".
წყარო:newposts.ge