თეგებით ძიება

პარტიებმა საკუთარი ამომრჩევლები მეტწილად მოატყუეს – ვახტანგ მეგრელიშვილი

აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ამომრჩევლები მეტწილად მოატყუეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„არჩევნების შემდეგ ჩვენი ლიდერი და ადამიანი, რომელიც „გირჩთან“ ასოცირდებოდა ჩემთვისაც მოულოდნელად პარტიიდან წავიდა. როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არჩევნებზე მიდიოდნენ, იცოდნენ, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე ჰყავდა, პარტიის თავმჯდომარედ კი გრიგოლ ვაშაძე, რომლებიც გაქრნენ. „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლებს ზოგს გიგა ბოკერია, ზოგს უგულავა, ზოგს კი ელენე ხოშტარია მოსწონდა და პარლამენტში სულ სხვა ხალხი მოხვდა. „პატრიოტთა ალიანსი“ – ამ სახელით პარლამენტში შევიდა, იქ კი „ევროპელი სოციალისტები“ მოგვევლინნენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა POSTV – ანალიტიკის ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა