“ზუსტად ვიცი, ივანიშვილს ეს პირდაპირი მუქარა დაუდეს წინ…”- სააკაშვილი
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დარწუმუნებულია ბიძინა ივანიშვილის ნიკა მელიას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოუწევს.
“თუ ის ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას დაუდეს წინ პირდაპირი მუქარა სანქციების, მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება პრაქტიკულად გაყინული და ჩამორთმეული, და მის მიმართ იქნება მიღებული სხვა ზომები. ამიტომ უახლოესი მაქსიმუმ კვირეების და პრინციპში დღეების განმავლობაში ჩვენ ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე…
ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშილი. მას უნდა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ არის და სადაც, დახარჯავს ძალიან ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი. რომც წააგოს პლებისციტი და აუცილებლად წააგებს პლებისციტს, მერე ექნება რამდენიმე თვე იმისათვის, რომ მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და რაც მთავარია, ქვეყნიდან გაყაროს ათეულობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს და ჩვენ არ გავქვს არც ერთი დღე. ძალიან მძიმე სიტუაციაა”