" ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის..." - თინა ხიდაშელი
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსითაა დაინფიცირებული, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"კეთილო და ტკბილო ადამიანები. დღეს მგონი თამამად შემიძლია უკვე ვთქვა რომ წინ სვლა დავიწყე. ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის და მგონი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღარ შემობრუნდება.
არ ვიცი როგორ გადაგიხდით მადლობას. მაგრამ ეს რაც ამ ორ კვირაში განმაცდევინეთ სრულიად არაამქვეყნიური თმაში მკაცრად და უკომპრომისოდ ჩაჭიდებული თქვენი ერთიანი ენერგია და ძალა იყო რომელმაც მისხალი უკან დახევის, მოდუნების, მინებების უფლება არ მომცა.
ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე დიდი გზაა მაგრამ მთავარია რონ შეუქცევადია!", - წესრა ხიდაშელი ფეისბუქზე.