"შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება, დილით მანქანის საბურავები დაჭრილი დახვდა" - ნიკა გვარამია ჟურნალისტის მუქარაზე
"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია არხის ჟურნალისტზე განხორციელებული მუქარის დეტალებს ასაჯაროვებს და სახალხო დამცველსა და პროკურატურას მიმართავს.
"ჩვენი ჟურნალისტი, ემა გოგოხია, გუშინ იღებდა სიუჟეტს ვიქტორ ჯაფარიძის და მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებაზე და უკანონო ტენდერებზე. ინფორმაციის წყარო იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიერ გამოქვეყნებული დასკვნა.
ჟურნალისტმა ვერ მოასწრო სიუჟეტის დასრულება და ღამე მოუწია მესტიაში დარჩენა. ღამე დაურეკა კაპიტან ჟორჟოლიანმა, შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება, რაზეც მიიღო უარი. დილით, სახლიდან გამოსულ ჩვენს ჟურნალისტს მანქანის ოთხივე საბურავი დაჭრილი დახვდა.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და უდიდესი სიყვარული უმაგრეს Emanuel Machiavelliს
დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, აღნიშნული მოხელის უმკაცრესად დასჯას საქართველოს პროკურატურა, ნინო ლომჯარია.
მედია ტერორის წამხალისებელი ქართული ოცნება აუციებლად აგებს პასუხს ამ ყველაფრისთვის, რასაც ჩადის", - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.
[flash=425,264]
ჩვენი ჟურნალისტი, ემა გოგოხია, გუშინ იღებდა სიუჟეტს ვიქტორ ჯაფარიძის და მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებაზე და...Posted by Nika Gvaramia on შაბათი, 06 მარტი, 2021