ახალგაზრდა პოლიტიკოსები მოდიან და მათ ოლიგარქი აფინანსებს - რა ვიდეოს აქვეყნებს ლელა კაკულია
ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს:
ლელა კაკულიამ ტელეკომპანია „ინფო 9–ის“ გადაცემაში, 2013 წლის 15 მარტს თავისი წინასწარმეტყველება გაახმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ახალგაზრდა პოლიტიკოსები მოვლენ, რომლებსაც ოლიგარქი დააფინანსებს.
“მოდიან ახალგაზრდა პოლიტიკოსები და მათ ოლიგარქი აფინანსებს. დოლარის კურსი ძველ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება – ხალხი ამისთვის უნდა მოემზადოს.
რუსეთი უკრაინას ვერ მოერევა – ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. ვხედავ რუსეთისა და ჩინეთის ომს, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს.
ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად ჩინეთი ორად იყოფა და წარმოიქმნება სრუტე – უამრავ ადამიანს შეიწირავს. იაპონიაში რადიაციული გაჟონვა ისევ მოხდება.
როცა მსოფლიო ისევ აირევა, საქართველო მაშინ დაწყნარდება და საბოლოოდ შვეიცარიას ემსგავსება – ნეიტრალური ქვეყანა ვხდებით.
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და კოსმოსი ამ მიწების ჩამოჭრას არ დაუშვებს – ვხედავ საქართველოს დროშას ფსოუზე. მოდის “გიორგი ბრწყინვალე” და აქ უკვე აღარც “ნაციონალებს” ვხედავ და აღარც “ოცნებას” – განაცხადა ლელა კაკულიამ.