თეგებით ძიება
09. 03. 2021 მსოფლიო

ჩინეთში „კოვიდპასპორტების“ გაცემა დაიწყეს

ჩინეთმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სერთიფიკატების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.

ციფრული სერთიფიკატი, რომელიც მომხმარებლის ვაქცინაციის სტატუსსა და კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგს აჩვენებს, ჩინეთის მოქალაქეებისთვის ჩინურ სოციალურ მედია პლატფორმა WeChat-ზე არის ხელმისაწვდომი.

ამ ეტაპზე სერთიფიკატის აღება მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითია და ის მსოფლიოში პირველ „კოვიდპასპორტად“ მიიჩნევა.

ჩინეთის მიერ გაცემული დოკუმენტი დაშიფრულ QR კოდსაც მოიცავს, რომელიც თითოეულ ქვეყანას საშუალებას აძლევს, მოგზაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა