თეგებით ძიება
10. 03. 2021 მსოფლიო

შვეიცარიულმა კომპანიამ შეძენილი სპილენძის ნაცვლად შეღებილი ქვები მიიღო

შვეიცარიულმა კომპანიამ თურქეთში შეძენილი სპილენძის ნაცვლად შეღებილი ქვები მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.

შვეიცარიაში ბაზირებულმა საერთაშორისო კომპანია Mercuria Energy Group Ltd.-მ თურქულ კომპანია Bietsan-თან სპილენძის მიწოდებაზე 36 მილიონი დოლარის ოდენობის კონტრაქტი გააფორმა, თუმცა როდესაც ტვირთი ჩინეთში ჩავიდა, აღმოჩნდა, რომ კონტეინერებში სპილენძის ნაცვლად შეღებილი ქვები იყო.

Mercuria-ში აცხადებენ, რომ სტამბოლის მახლობლად 6 000 ტონა სპილენძი შეღებილი ქვებით ჩანაცვლდა. კონტეინერების ბოლო პარტია სტამბოლიდან 2020 წლის 20 აგვისტოს დაიძრა, რის შემდეგაც Mercuria-მ Bietsan-ს კონტრაქტით გათვალისწინებული 36 მილიონი დოლარი გადაურიცხა. თაღლითობის შესახებ მხოლოდ ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, როდესაც რვა გემიდან პირველი ჩინეთის ქალაქ ლიანიუნგანში ჩავიდა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თურქეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 13 ადამიანი დააკავა. Mercuria მიმწოდებელსა და ორ შუამავალ კომპანიას თურქეთისა და ბრიტანეთის საარბიტრაჟო სასამართლოებში უჩივის და კომპენსაციის გადახდას ითხოვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა