"მოსამართლემ გირაოთი გაუშვა პედოფილი! აი, ასეთ ნაგავ ქვეყანაში ვცხოვრობთ" - ბაია პატარაია
ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია არასრულწლოვანი გოგოს მიმართ სექსუალურ ზალადობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"14 წლის გოგოსთან 26 წლის კაცს სქესობრივი ხასიათის შეღწევა ჰქონდა, სხვა ქვეყნებში ეს პირდაპირ გაუპატიურების სახედ არიც ცნობილი. შემდეგ ეს გოგო ძმამ რამდენჯერმე სცემა, მეორე ძმამ თქვა მოსაკლავიაო, მოსამართლემ კი გირაოთი გაუშვა პედოფილი!
აი, ასეთ ნაგავ ავეყანაში ვცხოვრობთ!
ამ ქვეყანაში მოსამართლეებსაც კი არ აწუხებთ პედოფილია და 14 წლის ბავშვს ზრდასრული ქალისაგან ვერ ასხვავებენ", - წერს ბაია პატარაია ფეისბუქზე.