თეგებით ძიება

ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები, როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას - ირაკლი კობახიძე

როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE"-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები.

„ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები დღეს, გვარამიას პარტიის გარდა სამივემ და გარდა ამისა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, დამატებით 2-მა პარტიამ, ვისაც ეკუთვნოდა დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები. როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ არჩევნებზე მიღებული ხმები ფაქტობრივად აღიარეს. საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, მათ შორის 5 ოპოზიციური პარტიაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა