თეგებით ძიება

დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ თქვა - ნიკა მელია

"დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ თქვა... ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს - რეჟიმისგან!" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა და ცესკო - ს განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვცდილობთ არ დავაზარალოთ ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რადგან ამ ქვეყნის მომავალი კოალიციური მართვაა - ზუსტად ასეთი არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს.

დღეს განვითარებული პროცესები, ცხადად წარმოაჩენს რეალობას - "კოალიცია ცვლილებისთვის" არის პასუხისმგებლობის მქონე ძალა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პასუხისმგებლობა, პირადი და გუნდური აქვს მის თითოეულ წევრს, რასაც ადასტურებს ზუგდიდის საკრებულოს წევრების განცხადება და ადასტურებს კოალიციის გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მთელი დღის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის წევრების მორალური პედისტალიდან გაკეთებულ განცხადებებსა და მოწოდებებს, რომ თურმე ზუგდიდის ფრაქცია "ახალი" ოცნებასთან თანამშრომლობს, დღის ბოლოს ფაქტებმა გასცა პასუხი, ყველა კითხვასა თუ ბრალდებას.

ჯერ აღმოჩნდა რომ ჩხოროწყუში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, იგივე რუტინული საბიუჯეტო პროცესი გაიარეს, ხოლო დღის ბოლოს გაირკვა - პარტიას მიუღია დაფინანსება, ოცნებისგან.

ჩხორუწყუში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, საკითხში გარკვევის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი წევრების გარიცხვის თაობაზე. ეს იმ დროს, როდესაც პარტიამ თბილისში უარი არ თქვა რეჟიმისგან დაფინანსების მიღებაზე!

დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ თქვა.

დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს - ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს - რეჟიმისგან!" - წერს ნიკა მელია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა