ახლა გვმართებს სიფრთხილე, ყველაზე საფრთხის Შემცველ ფაზაში Შედის მესამე მსოფლიო ომი, საინტერესოა, რა გველის ჩვენ - ლალი მოროშკინა
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"ყველაზე საფრთხის Შემცველ ფაზაში Შედის მესამე მსოფლიო ომი, რომელიც თითქმის ერთი წელია დაწყებულია!
ახლა საინტერესოა რა გველის ჩვენ?
სომხეთს და აზერბაიჯანს ლობირებს რუსეთი, რიმელიც ასევე მშვენივრად "ალაგებს" თურქეთთან, აი ჩვენ კი კვლავ ჰაერში ვართ.
გუშინდელი სააკაშვილის გამოსვლა, რომელიც დუჟმომდგარი ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს ხლამს და ნაგავს ეძახის, მრავლის მთქმელია! გამგები გაიგებს, ვის ინტერესებშია დასავლეთის გინება!
ახლა გვმართებს სიფრთხილე, ასი თვალი და ასი ყური. Ჩვენ აუცილებლად გადაგვინაწილებს ამერიკა და რუსეთი, ბავშვი უნდა იყო ამას ვერ ხვდებოდე. მთავარია ეს უსისხლოდ მოხდეს, რადგან დასაკარგი გენი არ დაგვრჩა!
ჩვენ ავღანური წამლის მთავარი გამტარი არტერია ვართ, ასე რომ ორი ბუმბერაზი სახელმწიფო ახლებურად გაყოფს თავის ინტერესებს.
იმედია, აქ გულუბრყვილო არავინაა, რომ ვიფიქროთ, ის გრანდიოზული ავტობანები სულ ჩვენზე ზრუნვით შენდება!
უბრალოდ ნარკოგამტარიანობა გახდა აქტუალური...
ასეა ეს!
ხოდა, დროზე მორჩით იწილო-ბიწილოს ამბებს, სანამ მხოლოდ ტერიტორიად მოგვიხსენიეს...
ყარსის ხელშეკრულებაც ბოლო დღეებს ითვლის, ისე ნუ ვიზამთ შავი ზღვის გარეშე დავრჩეთ, რომელიც აშშ-რუსეთის მთავარი ინტერესია!!!", - წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში.