"არ ვიცი კიდევ რა ფორმით ავხსნა ძალიან მარტივი ჭეშმარიტება..." - რაზე წერს გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"აცრა არის შველა, გადარჩენა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ ეს განწყობა დაენერგა ხალხში.
ნაცვლად ამისა, მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამო, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი ლამის გმირობის ტოლფასად იქცა.
აქ ვხედავ “თავგანწირულ” შეძახილებს “მე ავიცრები!”, თითქოს ტანკს უვარდებოდნენ.
სწორედ ამიტომ და არა ვაქცინის “უვარგისობის”, ან ერთეულოვანი გართულებების გამო არის მენეჯმენტი უვარგისი.
არ ვიცი კიდევ რა ფორმით ავხსნა ძალიან მარტივი ჭეშმარიტება...", წერს ხუხაშვილი ფეისბიქზე.