თეგებით ძიება

"ბიჭო, თუ იმპოტენცია აწუხებს და თან შარვალში შეუვარდა, იქნება დიზაინერობა დაიწყო და ზომებს უღებდა?!" - დავით გადელია წულაიაზე

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია პოლიტიკოს გოგი წულაიას საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ის, რაც იმ პროვინციელს დაემართა (სწორედ ასე, თორემ ქუთაისელი ჩემში აღიქმება როგორც განსაკუთრებული ზრდილობის, ღირსების, ჯენტლმენობის მატარებელი ქართული სახე!), არის ხელისუფლების, მთელი საზოგადოების (მათ შორის- ჩემიც!), მედიის ბრალი (ნუ ღელავთ, სკოლაზე და ქუჩაზე არ გავდივარ)!! ყველამ ერთად გავუჩინეთ ამ საშუალო ნიჭის და ღირსებების ადამიანს ილუზიები საკუთარ თავზე და ამას ხელისუფლებამ, თავისი წილიდან, დაუსჯელობა და საკუთარ მოქმედებებზე უპასუხისმგებლობაც დაუფეშქაშა! ამიტომ, ძალიან გაკვირვებული იყო, რომ "ეს რაღაც სულ არაფერი არ შერჩა"..

○ არანაირად არ ვაპირებ დაკავებულის გაქილიკებას- პირიქით, სქესობრივი სოლიდარობის ნიშნით, მეცოდება კიდეც- იმისთანა ხაია გააკეთა, მაგასთან შედარებით კიპლინგის აკელა სნაიპერია! როგორც აცხადებენ, დაზარალებული ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყოფილა, რომ რეიტინგულ სუბორდინაციით თუ შევადარებთ, მის ზემოთ მგონი მარტო ბაია პატარაიაა.. სრულიად ღიად და გახსნილად დებს ბრალს და ამას, როგორც მეჩვენება, რაღაც ფემინისტური სიამაყითაც აკეთებს.

○ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ ცუდ, შეიძლება ითქვას მყრალ ამბავს, დიდი დაგემოვნებით ატრიალებენ ყველა არხებზე. თითქოს, ამაზე დიდი საკითხი ქვეყანაში არ იყო, თითქოს ამ ინციდენტის მონაწილეების უკან ოჯახები არ იდგნენ, ვინც, ვინ იცის როგორ ნერვიულობენ.. სხვისი რა მიკვირს- მე, დაღლილ-დაქანცული მოვედი სამსახურიდან და ახლა მთელი სერიოზულობით ვცდილობ ამ თემაზე მაღალმორალური სტატუსის გამოცხობას...

პ.ს. გაქილიკებას არ ვაპირებ, მაგრამ ერთი გამიტარეთ: ბიჭო, თუ იმპოტენცია აწუხებს და თან შარვალში შეუვარდა, იქნება დიზაინერობა დაიწყო და ზომებს უღებდა?!", - წერს გადელია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი, გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმდა სს კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა