თეგებით ძიება
13. 01. 2025 მსოფლიო

რობერტ ფიცო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს.

როგორც ფიცომ ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას განაცხადა, მან კოალიციურ პარტნიორებს არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად ვადა მარტამდე განუსაზღვრა.

„თუ „სლოვაკეთის ეროვნული პარტია“ და „ხმა“ არ უზრუნველყოფენ პარლამენტის ფუნქციონირებას, ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება. ვეტყოდი, რომ მოაგვარონ ეს ან ჯოჯოხეთში მოვხვდებით“, – განაცხადა ფიცომ.

კოალიციური კრიზისი „სლოვაკეთის ეროვნული პარტიის“ სამი დეპუტატის ფრაქციიდან გასვლამ გამოიწვია, რომელთაც მიზეზად შიდა დაპირისპირება დაასახელეს. შედეგად, 150-მანდატიან პარლამენტში ფიცოს კოალიცია მხოლოდ მინიმალურ, 76 მანდატს ფლობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა