გვითხარით ყველაფერი! ყველა საფრთხეზე უნდა იყოს ინფორმირებული მოსახლეობა - ლადო სადღობელაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან და შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით, კომპეტენტურ პირებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, მოახდინონ მოსახლეობის ინფორმირება:
"ვეკითხები კომპეტენტურებს, გარდა ტრომბოემბოლიისა კიდევ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ვაქცინაციას?
- თქვით სიმართლე! გვითხარით ყველაფერი! ყველა საფრთხეზე უნდა იყოს ინფორმირებული მოსახლეობა!", - წერს ლადო სადღობელაშვილი.
შეგახსენებთ, კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა.
აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.