თეგებით ძიება

ვადამდელი არჩევნები კი არა, ტიკარაძე ვერ გადავაყენეთ ჯანდაცვის მინისტრობიდან - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 27 წლის ექთნის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

,,რა თქმა უნდა, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს და მეც აუცილებლად ავიცრები, მაგრამ როცა მსოფლიოში მსგავსი მხოლოდ 40 შემთხვევა ფიქსირდება და არცერთი ფატალურად არ სრულდება, ხომ არ უნდა დავფიქრდეთ რომ ეს ჩვენი ღლიცინის ბრალია ტიკარაძეზე.

მხოლოდ ვარცხნილობა რომ შეგვრჩა თემად და დაგვავიწყდა, რომ მას არცერთი თეთრხალათიანი არ აღიარებს.

ყველა ექიმი, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად გეჩურჩულება რომ ტიკარაძე ამ პოზიციაზე დანაშაულია, რომ ქალს ვერ აგებინებენ ვერაფერს. მილიონი ისტორია დადის, რაც ადასტურებს რომ ნებისმიერი თქვენგანი უფრო კომპეტენტური იქნება მის ადგილზე.

არანაირი მომზადება, წინასწარი ინფორმაციის გაცნობა, მოქალაქეებთან მუშაობა, შემდეგ საავადმყოფოების მომზადება რომ ადრენალინი მაინც ჰქონოდათ ადგილზე!

27 წლის იყო და ტიკარაძისგან განსხვავებით, რომელმაც აცრის გაკეთება ვერც კი გაბედა ძალიან გაბედული. ვადამდელი არჩევნები კი არა, ტიკარაძე ვერ გადავაყენეთ ჯანდაცვის მინისტრობიდან და ამხელა გამოწვევის დროს მისი გადაწყვეტილებების ტყვეები ვართ", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატარსტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა