"დადგა დრო, საოცარი ამბავი გაცნობოთ...მალევე შეიყვარებთ" - გურამ შეროზია
ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც თავის მუსიკალურ გეგმებზე წერს:
"დაა აი დადგა დრო საოცარი ამბავი გაცნობოთ: ჩვენი დუეტისთვის კლიპის გადაღება დაწყებულია!
ამ გოგოზე შეყვარებული ვარ მისი პირველი გამოჩენიდან სცენაზე, ჯერ კიდევ სანამ პირს გააღებდა და როცა სიმღერა დაიწყო - ხომ საერთოდ. ჰოდა, როცა ეს სიმღერა დავწერე და პირველად დავუკარით, პირველი, ვინც დუეტში წარმოვიდგინე - ბარბარა იყო!
მონატრებაზეა სიმღერა, ყველანაირზე და გულიდან ამოსული ყველა ემოციაა ჩაქსოვილი. იმედი მაქვს თქვენს გულებთანაც ძალიან ახლოს მოვა და მალევე შეიყვარებთ.
ერთი სული გვაქვს კლიპი დავასრულოთ და გაგიზიაროთ, გვისურვეთ წარმატებებიიი!
#მომენატრები - მალე!!", - წერს შეროზია.