თეგებით ძიება

ხარობს რუსეთი. ვლადიკავკაზის “ალანიას” ყოფილი ფეხბურთელი გახდება გრუზიას პრეზიდენტიო - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე "ქართულმა ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ეხმიანება:

ხარობს რუსეთი. ვლადიკავკაზის “ალანიას” ყოფილი ფეხბურთელი გახდება გრუზიას პრეზიდენტიო. 

ამ ინგლისელებს რას გაუგებ. კი იყო მაშინ “მანჩესტერ სიტი” “ჭ” კლასის გუნდი და კი გავარდა ყაველაშვილის დროს ქვედა ლიგაში, მაგრამ ხომ თამაშობდა მაინც. მათ ადგილას, “ეტიჰადს” სახელს გადავარქმევდი და “ყაველა სტადიონს” დავარქმევდი - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ყაველაშვილი მე-10 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია, ხოლო 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" სიის მე-18 ნომერი იყო. ის ყოფილი ფეხბურთელია და სხვადასხვა წლებში „დინამო თბილისში“, „მანჩესტერ სიტში“, „გრასჰოფერში" და სხვა ევროპულ კლუბებში თამაშობდა. პარლამენტში მოხვედრამდე ის ასევე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საფეხბურთო ექსპერტი. X მოწვევის პარლამენტში ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ნაძალადევის რაიონში. რაც შეეხება მის განათლებას, პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, განათლების გრაფა ცარიელია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა