თეგებით ძიება

„თუ იმდენს მიხვდა, რომ ომშია და რუსების წინააღმდეგ “იბრძვის”, მაშინ მიშა უნდა შეიწყალოს“ - ანი ნადარეიშვილი პრეზიდენტზე

„ჯერ კიდევ შანსი აქვს, რომ პლასტელინა გიორგი მარგველაშვილივით ასე ბოლოში არ მოიხსენიოს ვინმემ“ - თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სალომე ზურაბიშვილს  მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მუწოდებს. 

სალომე ზურაბიშვილზე დიდი ხანია მაქვს ჩემი აზრი (არც თუ ისეთი კარგი, რბილად რომ ვთქვათ) მაგრამ რა დროს ჩემი აზრებია, როცა ძლივს გაერთიანებულ ოპოზიციას ჩაუდგა სათავეში და ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა, მთელ მსოფლიოს გააგებინა, რომ დღეს საქართველოს არა 20% , არამედ 100%-ია ოკუპირებული რუსების მიერ. ამიტომ ძალიან მოკლედ დავწერ ჩემს სათქმელს:

მე ის არ ამირჩევია, მეტიც, მის წინააღმდეგ ვპროპაგანდირებდი და არც ვნანობ არც ერთი წამით, იმიტომ რომ ის მაშინ იმ რუსულ ოცნებას წარმოადგენდა, რომლის რუსულობაშიც თვითონ სულ ცოტა ხნის წინ დარწმუნდა (რისიც არ მჯერა რა თქმა უნდა, მაშინაც კარგად იცოდა სადაც იყო), მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო - ნათქვამია. 

თუ იმდენს მიხვდა,  რომ ომშია და რუსების წინააღმდეგ “იბრძვის”, მაშინ მიშა უნდა შეიწყალოს და საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნოს, სულ ცოტა დარჩა და უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ქვეყნისთვის ძალიან დიდი სირცხვილია პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მხოლოდ დიქტატურულ სახელმწიფოებში უზით პრეზედენტები ციხეში და მისი შეწყალება საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისთვისაა აუცილებელი, თორემ მიშას რომ არ გამოუშვებს რუსი დიქტატორი ოლიგარქი ყველამ ისედაც კარგად ვიცით, ნანახი გვაქვს ეს კინო. 

პ.ს. ჯერ კიდევ შანსი აქვს, რომ პლასტელინა გიორგი მარგველაშვილივით ასე ბოლოში არ მოიხსენიოს ვინმემ - წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა