გახარია თავად აცხადებს პოლიტიკური გეგმების შესახებ და ე.წ. "მესამე ძალაზეა" მინიშნება, რომელიც სწორედ ასეთი უპრინციპო ცვედანებით დაკომპლექტდება - ირინა სარიშვილი
ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი, ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება:
"გახარიას გადადგომისთანავე როცა ვთქვი, რომ ეს პოლიტიკური ტრიუკი იყო და დავცინე მისი ამ ნაბიჯით აღფრთოვანებულებს, ზოგიერთმა მითხრა, შეთქმულებების თეორიები გელანდებაო. გახარიას მიმართ კომპლიმენტების და მადლობების ნიაღვარს მისსავე კედელზე სელფის ქვეშ ჩემი კომენტარი: "гуси гуси га-га- та есть хотите? Да да да" ზოგ ჩვენიანსაც არ მოეწონა.
არც ის მოეწონათ, ოპოზიციის შიგნით სავარაუდო ძვრებისთვოს მზად უნდა ვიყოთ მეთქი.
დღეს გახარია თავად აცხადებს საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ და რაღა თქმა უნდა, სწორედ ამ ე.წ. "მესამე ძალაზეა" მინიშნება.
ჰოდა აფუთფუთდნენ "არცნაციარცქოცი" ჭიაღუები (თითქოს ნაცი და ქოცი ერთმანეთის საპირწონე იყოს), აფუთფუთდნენ არა პირველობაზე, არამედ იმაზე თუ ვინ შეასრულებს ცხენის როლს კაკულიას წინასწარმეტყველებით გიორგი ბრწყინვალეს თეთრ ცხენზე შემობრძანებაში. და ამ ცხენობის მსურველი კაციც და ქალიც იმდენია, გიორგი გახარია ალბათ სანტას მარხილით შემობრძანებას გეგმავს.
პოლიტიკოსებშიც და საზოგადოებაშიც სწორედ ასეთი უპრინციპო ცვედანებით დაკომპლეტდება ეს ე.წ. "მესამე ძალა" – ესაა რუსეთის გეგმაში, რუსეთის რომელიც არასოდეს ერთ მხარეზე არ დებს ფსონს და ქოცის არ იყოს, ყველგანაა.
ახლა ყველაფერს ის გადაწყვეტს, რა გაიმარჯვებს რაოდენობრივად და ხარისხობრივად საქართველოში – თავდადებული ადამიანების ერთობა თუ უტრაკოების თავშესაფარი.
სულ თითზე ჩამოსათვლელები რომ დავრჩეთ, მე პირადად ერთი წუთით არ ვაპირებ ჩემი პოზიციის შეცვლას და დარწმუნებული ვარ, ასეა ბევრი. მთავარია ნერვებმა არ გვიმტყუნოს და ცხელი გულით და ცივი გონებით დავრჩეთ სწორ გზაზე და არც ერთი წუთით არ დავკარგოთ გამარჯვების იმედი, რადგან ეხლა ხელის ჩაქნება საკუთარი შვილების მომავალზე ხელის ჩაქნევას ნიშნავს.
გაგრძელება იქნება...", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.