თეგებით ძიება

არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან მივდივარ - გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა.

"მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ," - უთხრა მან ჟურნალისტებს თავის სახლთან წავკისში, სადაც გახარია შეხვედრას მართავდა.

"მალე შევხვდებით". - თქვა მან.

გახარია ასევე ამბობს, რომ ყველა არსებულ კითხვას პასუხი მალე გაეცემა.

გიორგი გახარაიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ღონისძიებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა