თეგებით ძიება

ლარი საგანგაშო ნიშნულზეა - ვალუტის კურსი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4118 შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.3846 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.72 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0044 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9840 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.04 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4064 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.6929 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 31 მარტიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა