თეგებით ძიება

ლარი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4464 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -3.46 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0426 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.82 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4141 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.7467 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა