თეგებით ძიება

ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 1-ლი აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4410 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4464 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.54 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.0404 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0426 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4211 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.7400 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 აპრილიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა