თეგებით ძიება

ერთი წლის განმავლობაში ზეთი და ცხიმი საქართველოში 35.8%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა. წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდას ჰქონდა, საიდანაც ყველაზე მეტად, 35,8%-ით ზეთი და ცხიმი გაძვირდა.

2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 36.1 პროცენტიანი მატება, რაც 2.97 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58%) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (51.4%);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.8%), ზეთი და ცხიმი (3.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6%-ით, რაც 0.34%- ული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.3%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.6%-ით, რაც 0.27%-ული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (6.3%) და საავადმყოფოების მომსახურების (1.8%) ქვეჯგუფებზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2021 წლის მარტის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.86%-ული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (35.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13%), თევზეული (12.2%), რძე, ყველი და კვერცხი (8.5%), პური და პურპროდუქტები (7.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.6%) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.6%-იანი მატება, რაც 1.24%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (7.8%) და წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%);

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.6%-ით, რაც 1.03%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12%) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.8 პროცენტით, რაც 0.77 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.8%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12%- იანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.67 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (17.4%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (16.4 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (14.2%), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (12.2%), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი და რემონტი (9.6%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9%-იანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.56%-ული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.1%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (6.2%).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა