რამდენი ლარით გაძვირდა პროდუქტი? - ჩამონათვალი ციფრებში
მარტის თვეში ხილი, ზეთი, შაქარი, ტკბილეული, ხორცი, ბოსტნეული, წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები გაძვირდა - 9 ძირითად სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების მომატებას სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს.
საქსტატის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, სასურსათო პროდუქტებზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასმა 1.5 %-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით კი, 5.7%-ით არის მომატებული.
პროდუქტის სარეალიზაციო ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე - ზეთი და ცხიმი (35.8%-ით), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.0%-ით), თევზეული (12.2%-ით), რძე, ყველი და კვერცხი (8.5%-ით), პური და პურპროდუქტები (7.7%-ით), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.0%-ით), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.0%-ით).
10 პროდუქტი, რომელიც მარტში გაიაფდა
მარტში, საქართველოშ მხოლოდ ხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული გაიაფდა. სხვა ყველა პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ინფლაციის მაჩვენებელშიც აისახა.
2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.
ნიორი - 42.7%-ით;
კარტოფილი - 33.8%-ით;
ლიმონი - 23.9%-ით;
ხახვი - 22.8%-ით;
ქლიავი - 22.8%-ით
ჭარხალი - 22.3%-ით;
ქლიავი - 22.8%-ით
ვაშლი - 18.6%-ით
ატამი - 18.5%-ით
კიტრი - 16.4%-ით;
ყურძენი - 15.9%-ით;
წყარო: rustavi2.ge