ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4173 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4343 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 1.7 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.0136 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.1 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი, ხვალიდან, 6 აპრილიდან შევა ძალაში.