თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, ღარიბაშვილმა შეცვალოს, კალაძემ კი პარტია დატოვოს - "ფორმულა"

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.

ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, ამ ცვლილების იდეის ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ივანიშვილმა კობახიძეს პოსტიდან წასვლა თებერვალში მოსთხოვა, ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნიდან მალევე.

"ფორმულას" კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, პარტიის დატოვებას თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე აპირებს. გავრცელებუკლი ინფორმაციით, მერი არამხოლოდ პარტიიდან, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის. არსებული ინფორმაციით, კალაძემ, შესაძლოა, დატოვოს ქვეყანაც და საცხოვრებლად მილანში დაბრუნდეს.

აღსანიშნავია, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ფორმულას მიერ გავრცელებული არა ერთი ინფორმაცია გამართლდა, მათ შორის ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის გადადგომის, გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვების და თავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა