მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტი ლეგიტიმაციას აძლევს საპარლამენტო არჩევნებს- დავით მათიკაშვილი
"IRI-ის კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტი ლეგიტიმაციას აძლევს საპარლამენტო არჩევნებს", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას გამოეხმაურა.
„გამოქვეყნებული დოკუმენტი ცხადყოფს, რომ საზოგადოების 60 პროცენტი ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პოლიტიკა უნდა წარმოებდეს პარლამენტში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი იმთავითვე ლეგიტიმაციას აძლევს საპარლამენტო არჩევნებს. აქ 48 პროცენტზე არ არის საუბარი, საუბარია მოქალაქეთა გაცილებით დიდ პროცენტზე, რომელთა დღის წესრიგში კითხვა განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, საერთოდ არ არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 42% ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას სრულიად არ უჭერს მხარს.