თეგებით ძიება

„იყო შევარდნაძე და ასრულებდნენ მის შეკვეთებს, იყო სააკაშვილი და ემსახურებოდნენ მას“- შალვა ნათელაშვილი IRI-ს კვლევაზე

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის თქმით, IRI-ს კვლევა არ არის სანდო და ისინი ემზადებიან, რომ ვინც მოვა შემდგომში ახლა იმას მოემსახურონ.

„ IRI-ს და NDI-ს რეიტინგი დაწყებული ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან, როცა აღნიშნული ორგანიზაციები პირველად მობრძანდნენ ჩვენს ქვეყანაში, ყოველთვის იყო არაობიექტური თავდაყირა დაყენებული მონაცემებით და ამერიკის მთავრობის შეცდომაში შემყვანი.

იყო შევარდნაძე და ასრულებდნენ მის შეკვეთებს, იყო სააკაშვილი და ემსახურებოდნენ მას, მოვიდა ივანიშვილი და ცდილობენ აამონ მას. ემზადებიან, რომ ვინც მოვა შემდგომში ახლა იმას მოემსახურონ“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ინფორმაცისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის შედეგად, კითხვაზე თუ მომავალ კვირას რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 18% კი ბლოკ ნაციონალური მოძრაობა - „ძალა ერთობაშია“-ს.

ხოლო საზოგადოების ნდობის რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პატრიარქის შემდეგ, ექსპრემიერი გიორგი გახარია დაასახელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა