ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც 7 აპრილს ამოქმედდება.
სებ-ის კურსის თანახმად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.4069 იქნება, დღეს მოქმედი კურსით 3.4173 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0104 -ით გამყარდა.
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0232 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსით 4.0136 ლარი იყო, ლარი ევროსთან 0.0096-ით გაუფასურდა.