საბა ბუაძე: სერგი კაპანაძის წინააღმდეგ მიმართული კამპანია არის დეზინფორმაცია
საბა ბუაძის თქმით, სერგი კაპანაძის წინააღმდეგ მიმართული კამპანია არის ტყუილი და დეზინფორმაცია.
„ლელოს“ წევრის თქმით, ადამიანებს, რომლებიც ამ სიცრუის პროპაგანდირებას ახდენენ უნდა რცხვენოდეთ
„ის კამპანია, რომელიც სერგი კაპანაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს არის უსირცხვილო, ტყუილი და დეზინფორმაცია. იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სიცრუის პროპაგანდირებასა და ტირაჟირებას ახდენენ უნდა რცხვენოდეთ“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.