დასახელდა ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს
პეკინში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში. ამის შესახებ BBC Forbes-ის ყოველწლიურ მილიარდერთა რეიტინგზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შარშან ჩინეთის დედაქალაქში 33 მილიარდერი ცხოვრობდა, წელს კი მათი რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, მილიარდერების რიცხვის ზრდას ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების სწრაფმა შეჩერებამ, ტექნოლოგიების განვითარებამ და საფონდო ბირჟებმა შეუწყო ხელი.
სიის მეორე ადგილზე ნიუ-იორკია, სადაც 99 მილიარდერი ცხოვრობს, თუმცა მათი საერთო ქონება ($80 მილიარდი) პეკინელი მილიარდერების ჯამურ ქონებას აღემატება.
პეკინის ყველაზე მდიდარი ბინადარი აპლიკაცია TikTok-ის დამფუძნებელი, ჟან იმინგია, რომლის ქონებაც წელიწადში გაორმაგდა და $35.6 მილიარდამდე გაიზარდა. ამასთან, ნიუ-იორკის ყველაზე მდიდარი მცხოვრები ქალაქის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგია, რომლის ქონებაც $59 მილიარდად ფასდება.