თეგებით ძიება

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

2021 წლის 13 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 285 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.430 პროცენტით, მაქსიმალური 8.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.455 პროცენტით განისაზღვრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა