თეგებით ძიება

20 ივნისის შემდეგ ოცნებამ გახარია დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა - "ოცნების" დეპუტატი

"ქართული ოცნების" დეპუტატი და პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებ და ექსპრემიერის გუნდის მიერ მმართველი გუნდის დატოვებას ეხმაურება.

მისი თქმით, 20 ივნისის შემდეგ ოცნებამ გახარია დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა:

“მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, ოცნებამ სხვისი სახელის და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა არჩევნებშიო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში, იმ “სხვისის” გუნდის წევრები, თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ.

მიუხედავად ამისა, იმ “სხვამ” მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება. ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ “სხვას”, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა” – წერს სამხარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა