თეგებით ძიება

"ნამახვანჰესის" აშენება ელექტროენერგიას გააიაფებს - ENKA-ს დირექტორი

ENKA-ს დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლები მზად არიან სიტუაციის განსამუხტავად.

როგორც "მთავარ არხთან" ლომინაძემ განაცხადა, ნამახვანჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება და ეს ელექტროენერგიასაც გააიაფებს.

"მზაობა გამოვხატეთ, ჩავერთოთ კონტრაქტის განხილვაზე. ის საჯაროა და ჩვენ მზად ვართ, რომ ძალიან კომპეტენტური კვლევები განვახორციელოთ, ჩავრთოთ კომპეტენტური ადამიანები და განვმუხტოთ სიტუაცია. ყველა მხარე ჩაერთვება ამ პროტესტში, იქნება ეს საზოგადოების ჯგუფები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია თუ სხვა მზარე. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველასთან ვითანამშრომლოთ... გვინდა, რომ სიკეთე მოვუტანოთ ქვეყანას...

ნამახვანჰესის აშენება ენერგოდამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯი იქნება. ეს იქნება ის სადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რომლითაც ჩანაცვლდება სრულად იმპორტირებული ელექტროენერგია. მოგეხსენებათ, რომ ტარიფები განსხვავებულია - არის პიკური ტარიფები და დღის ტარიფები. პიკურ ტარიფებში ქვეყანა იხდის დაახლოებით 9-დან 10 ცენტამდე. მაშინ როდესაც ნამახვანჰესის პროექტით გათვალისწინებულია 6,2 ცენტი, შესაბამისად, ცხადია, რომ ეს პროექტი ქვეყნისთვის მომგებიანია, - განმარტავს ლომინაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა